საქართველოში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 4 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 801 შემთხვევა არის დადასტურებული.

ასევე, გამოჯანმრთელდა კიდევ ოთხი პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 644-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 13 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 2424 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 304.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა დღეიდან იწყება
შემდეგი სტატიაცნობილია როდის ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები