საქართველოში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 4 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის 731 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი, 526-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 12 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 3076 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 326.

banner
წინა სტატიაშიყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება გამოყენებისა და დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაპირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ხუთი პაციენტი გამოჯანმრთელდა