საქართველოში კორონავირუსის 1 976 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 1 976 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 076 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 78 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 43 029 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 24 654, „პისიარ“-ტესტით – 18 375.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,59%, ბოლო 14 დღის –6,26%, ბოლო 7 დღის – 5,64%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 920 617 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 876 254 გამოჯანმრთელდა, 13 367 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 441 614 აცრა, დღიურად აცრილია 11 456.

კარანტინის რეჟიმშია 34, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 195 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 980 პირი.

წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 78 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 969, იმერეთში – 246, კახეთში – 119