საქართველოში კორონავირუსის 1 751 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 1 751 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია სპაციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 633 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 30 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 42 657 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 28 199, „პისიარ“ ტესტით – 14 458.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,1%, ბოლო 14 დღის – 5,8%, ბოლო 7 დღის – 5,22%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 614 763 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 586 704 გამოჯანმრთელდა, 8 976 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 1 799 446 აცრა, დღიურად აცრილია 12 562.

კარანტინის რეჟიმშია 70, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 169 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 768 პირი.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი “ფეისბუქზე” მორიგ პოსტს აქვეყნებს
შემდეგი სტატიაADB-იმ თიბისის, მსოფლიოში წლის საუკეთესო ტრანზაქციისთვის, ჯილდო გადასცა