საქართველოში კორონავირუსის 1 698 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 1 698 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 910 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 38 პაციენტი.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: ბოლო 14 დღის – 6.85 %, ბოლო შვიდი დღის – 6.46 %.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 603 763 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 572 353 გამოჯანმრთელდა, 8 749 კი გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 1 715 073 აცრა, დღიურად აცრილია 12 778.

banner
წინა სტატიაშიტიკარაძე – ჩვენ უკვე ვფლობთ პანდემიის დასრულების მთავარ ინსტრუმენტს-ვაქცინებს
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 38 პაციენტი გარდაიცვალა