საქართველოში კორონავირუსის 1 663 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 1 663 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 769 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 13 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 35 559 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 254, „პისიარ“ ტესტით – 17 305.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,68%, ბოლო 14 დღის – 4,1%, ბოლო შვიდი დღის – 4,46%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 381 336 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 361 327 გამოჯანმრთელდა, 5 492 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 317 537 ადამიანი, დღიურად აცრილია 6 992.

კარანტინის რეჟიმშია 54, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 753 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 952 პირი.

ამასთან, 13 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 862 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 619 პაციენტი.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიპროექტის „ჯანსაღი გარემო უკეთესი მომავლისათვის“ ფარგლებში აფხაზეთის №7 საჯარო სკოლაში თანამედროვე სტანდარტების სპორტული დარბაზი მოეწყობა
შემდეგი სტატიაბოლო 24 საათში კორონავირუსით 13 პაციენტი გარდაიცვალა