საქართველოში კორონავირუსის 1 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 1 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 909 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 17 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 27 373 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 127, „პისიარ“ ტესტით – 14 156.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,76% ბოლო 14 დღის – 4,19%, ბოლო შვიდი დღის – 4,48%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 305 850 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 287 938 გამოჯანმრთელდა, 4 043 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 40 095 ადამიანი, დღიურად აცრილია 1 552.

კარანტინის რეჟიმშია 222, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 644 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 694 პირი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაშსს-მ რეგულაციების დარღვევის 1 170 ფაქტი გამოავლინა