საქართველოში კორონავირუსის 1 392 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 1 392 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 531 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 11 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 38 136 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17 650, „პისიარ“ ტესტით – 20 486.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,65%, ბოლო 14 დღის – 3,17%, ბოლო შვიდი დღის – 3,7%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 372 685 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 356 780 გამოჯანმრთელდა, 5 394 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 277 872 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 942.

კარანტინის რეჟიმშია 71, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 054 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 853 პირი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაპარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ეკა ზარნაძისა და ლევან თევზაძის მოსმენა მიმდინარეობს