საქართველოში კორონავირუსის 1 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 1 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 127 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 45 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 22 001 ტესტი, მათ შორის 14 145 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 856​ პისიარ ტესტით.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური 5,89%, ბოლო 14 დღის 6,93%, შვიდი დღის 6,39%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 910 456 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 863 076 გამოჯანმრთელდა, 13 116 კი, გარდაიცვალა.

გუშინ, 19 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 195 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 319 პაციენტი, 47 კი გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშირა ხდება ვაზისუბანში და როგორია დაშავებულების მდგომარეობა
შემდეგი სტატიაკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 600 თბილისში გამოვლინდა