საქართველოში კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 19 857 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 328 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 8 666.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში კიდევ 15 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 153-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 407 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 2 862 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1 420-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

გუშინ საქართველოში კორონავირუსის 1 186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 278 პაციენტი.

banner
წინა სტატიაშისაგარეო უწყება – საქართველოს მთავრობა მადლიერია აშშ-ს, თავისი მეგობრებისა და პარტნიორების მიერ ქვეყნის კიბერუსაფრთხოების გაძლიერების კუთხით შეტანილი წვლილისთვის
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსით 15 პაციენტი გარდაიცვალა