საქართველოში კორონავირუსის 1 177 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 837 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 177 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამასახური ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 837 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 26 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 15 205 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 7 265​, პისიარ ტესტით – 7 940.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 245 789 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 229 196 გამოჯანმრთელდა, 2 893 კი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 360, საიდანაც 3 780 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტია 808, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 240 პირი. 638 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, ხოლო 8 942 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 469 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 23 545 ადამიანი.

banner
წინა სტატიაშინაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 26 პაციენტი გარდაიცვალა