საქართველოში კორონავირუსის 1 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 1 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 690 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 20 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 20 129 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 667, „პისიარ“ ტესტით – 13 462.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,7% ბოლო 14 დღის – 4,87%, ბოლო შვიდი დღის – 5,13%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 311 457 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 291 457 გამოჯანმრთელდა, 4 130 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 96, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 919 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 750 პირი.

banner
წინა სტატიაშიშსს – სასაფლაოებზე შესვლის აკრძალვის დამრღვევი პირი დაჯარიმდება
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 20 პაციენტი გარდაიცვალა