საქართველოში კორონავირუსის 1 120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 1 120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 905 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 61 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 16 149 ტესტი.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: ბოლო 14 დღის – 9,15%, ბოლო 7 დღის – 8,19%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 565 957 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 519 673 გამოჯანმრთელდა, 7 867 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია 1 326 033 ადამიანი, დღიურად აცრილია 16 298.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 61 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 415, იმერეთში – 175, აჭარაში – 147