საქართველოში კორონავირუსის 1 085 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 1 085 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 432 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა შვიდი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 35 863 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23 896, „პისიარ“ ტესტით – 11 967.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,03% ბოლო 14 დღის – 2,56%, ბოლო შვიდი დღის – 2,67%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 291 214 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 278 683 გამოჯანმრთელდა, 3 901 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 162, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 546 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 338 პირი.

banner
წინა სტატიაშიხაზარაძე “ნამახვანზე” – პასუხისმგებლობა ყოფილ პრემიერს, გიორგი გახარიას ეკისრება
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით შვიდი პაციენტი გარდაიცვალა