საქართველოში კორონავირუსის 1 015 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 1 015 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 151 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 28 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 39 697 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 25 325, „პისიარ“ ტესტით – 14 372.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური 2,56 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3,77 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 3,71 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 340 330 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 321 928 გამოჯანმრთელდა, 4 682 გარდაიცვალა.

ქვეყანაში სულ აცრილია – 12 1263 ადამიანი, დღიურად აცრილია 3 882.

კარანტინის რეჟიმშია 89, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 940 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 672 პირი.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშისაქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლისთავთან დაკავშირებით, უცხოურ გამოცემებში საქართველოს შესახებ სტატიები დაიბეჭდა
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 28 პაციენტი გარდაიცვალა