საქართველოში კორონავირუსი 589 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 207 უკვე გამოჯანმრთელდა

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ შვიდი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 589 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 207 პაციენტი.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში რვა პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5066 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 528.

banner
წინა სტატიაშისამეგრელოში 83 პირი გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაბოლნისიდან გაგზავნილი 11 პირის საკვლევი ნიმუშიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა