საქართველოში კიდევ ერთი თბოელექტროსადგურის მშენებლობა იწყება

news
ავტ.: news ოქტომბერი 26, 2016 13:02

საქართველოში კიდევ ერთი თბოელექტროსადგურის მშენებლობა იწყება

საქართველოში, კერძოდ კი გარდაბანში, კიდევ ერთი თბოელექტროსადგურის მშენებლობა იწყება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გარდაბანში ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ვინაიდან ზამთარში ქვეყანაში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა იზრდება, აუცილებელია ასეთი ტიპის დამაბალანსებლების შექმნა საქართველოს გენერაციის სისტემაში.

„კიდევ ერთი თბოელექტროსადგურის მშენებლობა იწყება. ეს იქნება კომბინირებული წვის, ანუ ძალიან ენერგოეფექტური თბოელექტროსადგური. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ზამთრის პერიოდში ვერ ვიკმაყოფილებთ საკუთარი გენერაციით ჩვენი ქვეყნის მოთხოვნას ელექტროენერგიაზე დამდასზე მოთხოვნა იზრდება. ამიტომ, აუცილებელია ასეთი ტიპის დამაბალანსებლების შექმნა საქართველოს გენერაციის სისტემაში. კონტრაქტორი კომპანია გამოვლინდა ტენდერის შედეგად, ეს არის ჩინური კომპანია. მოხარული ვართ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ობიექტის მშენებლობას ჩაეყრება დღეს საფუძველი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

news
ავტ.: news ოქტომბერი 26, 2016 13:02

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


18,315
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics