საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. ბიძგები 21:51 საათზე დაფიქსირდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ამჯერად დმანისისა და სოფელ სამების მიმდებარედ იყო, დაახლოებით იმ ადგილას, სადაც წინა ორი მიწისძვრა დაფიქსირდა.

ცენტრის ინფორმაციით, ბოლო მიწისძვრის სიძლიერემ სამი მაგნიტუდა შეადგინა.

მანამდე, 3.1 და სამი მაგნიტუდის ბიძგები რამდენიმე წუთის შუალედით, 20:04 და 20:15 საათზე დაფიქსირდა. აღნიშნული ბიძგების ეპიცენტრად სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ქალაქ ნინოწმინდისა და სოფელ სამების მიმდებარე ტერიტორიაა მითითებული.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი რეზო გაბრიაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
შემდეგი სტატიამეუფე ნიკოლოზი: “მივმართე პატრიარქს, დავუდგეთ თავდებად ამ ადამიანს და გამოვიყვანოთ ციხიდან”