საქართველოში ხვალიდან წვიმა და თოვლია მოსალოდნელი

ხვალიდან მომდევნო სამი დღის განმავლობაში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წვიმა და თოვლია მოსალოდნელი. ინფორმაციას ამინდის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

“30 ნოემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი.

1-3 დეკემბერს მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. მაღალმთიან რაიონებში ზოგან ქარბუქი, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. 1-2 დეკემბერს ჰაერის ტემპერატურა მოსალოდნელია 7-12 გრადუსის ფარგლებში.

3-4 დეკემბერს მკვეთრად დაეცემა ჰაერის ტემპერატურა (4-5 გრადუსით).

5 დეკემბრიდან გამოიდარებს, 5-6 დეკემბერს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიქართული ეთნოგრაფიული სამოსის გამოფენა გაიმართა
შემდეგი სტატია,,ვისურვებდი, რომ ირაკლი ალასანიამ თავისი პარტია “რეალ ტვ”-ს არ დაამსგავსოს”