უახლოესი დღეების განმავლობაში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უმეტესად თოვლის სახით, ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. თბილისში, 8 დეკემბრის ღამეს სინოპტიკოსები მცირე თოვას ვარაუდობენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ მთელი ქვეყნის მასშტაბით ნალექიანი ამინდი და დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში შენარჩუნდება.
დასავლეთში ღამით -3, დღისით 10 გრადუსი სითბო იქნება, აღმოსავლეთში ღამით -9, დღისით 7 გრადუსი სითბო დაფიქსირდება. მაღალ მთაში კი, ტემპერატურა -21 გრადუსამდე დაეცემა.
თბილისში ხვალ, უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა ღამით -6, დღისით 5 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება 8 დეკემბერს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ითოვებს, მათ შორის ზოგან ძლიერად. ამასთან, გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი.
თბილისში, 8 დეკემბრის ღამეს მცირე თოვლია მოსალოდნელი. დღისით უნალექო ამინდი იქნება და იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით 17-22 მეტრი წამში.
ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 2 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო ღამით -1 გრადუსი ყინვა იქნება.