14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

საქართველოში ყოველ მეორე ადამიანს საფინანსო სექტორის ვალი აქვს

საქართველოში ყოველ მეორე ადამიანს საფინანსო სექტორის ვალი აქვს, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 23.2% სესხს ვერ იხდის.

ინფორმაციას BPN “კრედიტინფო საქართველოს“ 2026 წლის ივლისის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ცნობით, მიმდინარე წლის 31 ივლისის მდგომარეობით 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება უფიქსირდება 375 188 მსესხებელს, საქსტატის ბოლო მონაცემებით კი, ქვეყანაში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობა 1 613 650-ს შეადგენს.

„კრედიტინფოს“ მონაცემებით, საფინანსო სექტორის ვალი 1 996 116 ადამიანს აქვს. ეს კი თითქმის ყოველი მეორე ადამიანია (მოსახლეობის რაოდენობა 3 941 100 – წყარო „საქსტატი“). 2026 წლის ივნისის მონაცემებით, „შავ სიაში“ 373 561 პირი იყო, ხოლო 2025 წლის ივლისის მდგომარეობით იმ პირების რიცხვი, რომელთაც 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება უფიქსირდებოდათ კრედიტზე – 366 184-ს შეადგენდა. კრედიტების მოცულობა კი 80 182 757 605 ლარს შეადგენს.

banner
წინა სტატიაშიკობა კობალაძე გიორგი ბარამიძეზე: თუ სჯერა, რომ სიმართლე თქვა, მაშინ, როდის, სად, ვინ და რა ვითარებაში მოახდინა ეს შემზარავი ფაქტი, ამაზე უნდა ისაუბროს
შემდეგი სტატიამიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციას: ჩვენ ყოველთვის ვიქნებით გამარჯვებული!