საქართველოში კარანტინის წესის დამრღვევთა მიმართ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს

მინდა, ვთხოვო უმრავლესობის ლიდერს, დაამუშაოს საკანონდებლო ცვლილებები, რომელსაც დაჩქარებული წესით განვიხილავთ და რომელიც კარანტინის წესის დამრღვევთა მიმართ სანქციების დაწესებას შეეხება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ეფექტურად ახერხებს კორონავირუსის შეკავებას.

„საქართველო ეფექტურად ახერხებს კორონავირუსის შეკავებას. ​​ვითარება, რომელიც ახლა არის, ეს არის ბევრი ადამიანის თავდაუზოგავი შრომის დამსახურება და შედეგი. ჩვენ თითოეული მოქალაქე უნდა გავუფრთხილდეთ ამ ვითარებას.

მინდა, ვთხოვო უმრავლესობის ლიდერს, დაამუშაოს საკანონდებლო ინიციატივის შესაძლებლობა, რომელსაც ჩვენ დაჩქარებული წესით განვიხილავთ და რომელიც შეეხება კარანტინის წესის დამრღვევთა მიმართ დამატებითი სანქციების დაწესებას. იქნება ეს ადმინისტრაციული თუ სხვა ზომები. აუცილებელია, იმ შემთხვევების გათვალისწინებით, როდესაც პოლიციამ რეაგირება მოახდინა და წარმატებით შეძლო ამ შემთხვევების მართვა. თითოეული ასეთ შემთხვევა წარმოადგენს რისკს შემთხვევათა გადაცემისთვის, რისი უფლებაც ჩვენ არ გვაქვს. ამიტომ პარლამენტის მხრიდან არსებობს მზაობა და მინდა, კიდევ ერთხელ ვთხოვო მამუკა მდინარაძეს, რომ თქვენთან ერთად დაამუშაოს ცვლილებები, რომელიც არის საჭირო. ჩვენ გვჭირდება მკაცრი გონივრული პასუხი ყველა რისკზე, რომელმაც შეიძლება ინფექცია გამოიწვიოს“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : კორონავირუსის შეჩერების ეტაპიდან გადავდივართ გავრცელების ეტაპზე, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ
შემდეგი სტატიამთაწმინდის რაიონში ამორტიზებული სახურავი იცვლება