საქართველოში კარანტინის რეჟიმში 1 925 ადამიანი იმყოფება

კორონავირუსთან დაკავშირებით, საქართველოში კარანტინის რეჟიმში 1 925 ადამიანი იმყოფება.

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ  ვებგვერდზეა განთავსებული.

როგორც ვებგვერდზეა აღნიშნული, ქვეყანაში კორონავირუსის 43 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათგან ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა და გაწერილია. კარანტინის რეჟიმში 1 925 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 271.

banner
წინა სტატიაშიმარინა ენდელაძე : ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია
შემდეგი სტატიასომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 136-მდე გაიზარდა