საქართველოში კანაფის კონტროლის სააგენტო შეიქმნება

პრეზიდენტთან ურთიერთობა-

საქართველოში კანაფის კონტროლის სააგენტო შეიქმნება. კანაფის კონტროლის შესახებ კანონი უკვე პარლამენტშია.

კანონპროექტის მიხედვით, სააგენტო შსს-ში შეიქმნება, თუმცა ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე იქნება და ყოველწლიური მოხსენებები ექნება.

საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, საქართველოში ლიცენზირებული იქნება არა მხოლოდ კანაფის დათესვა-მოყვანა და კულტივაცია, არამედ მისი გადამუშავება და სხვადასხვა პროდუქტის შემქნა, მათ შორის, სამედიცინო მიზნით.

თუმცა, კანონპროექტის მიხედვით, ასეთი პროდუქცია საქართველოში არც საბითუმოდ და არც საცალოდ არ გაიყიდება და ის მხოლოდ ექსპორტზე გავა.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლებას გააჩნია მედიის კონტროლის ინტერესი და ხელისუფლებას გააჩნია კორუფციისადმი მიდრეკილება
შემდეგი სტატია,,საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მთავარია პროფესიული გამოცდილება, ამ ნიშნით ადამიანების არჩევა”