18.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 18, 2026
banner

საქართველოში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებაში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

უწყება წერს, რომ დაკავებულები, თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდნენ.

ირკვევა, რომ სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძებნილი პირები, სხვადასხვა დროს, ბათუმში დააკავეს.

ამჟამად, ორივე დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის გენშტაბი: რუსებმა ბოლო 24 საათში უკრაინასთან ომში 1 600 ჯარისკაცი დაკარგეს
შემდეგი სტატიაცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 7 პირი დააკავეს