11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 13, 2026
banner

საქართველოში ინდივიდუალური სამედიცინო დაზღვევა 83 ათასამდე ადამიანს აქვს

სადაზღვევო ბაზარზე სამედიცინო დაზღვევის სეგმენტის წილი 42,52%-ა. ამ ინფორმაციას შეიცავს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 2025 წლის სტატისტიკური მონაცემები.

წინა წელს ეს მონაცემები 42,39% იყო.

სტატისტიკური მონაცემებით, ქვეყანაში კერძო სამედიცინო დაზღვევის 785 361 მოქმედი პოლისია. წინა წელს ეს მაჩვენებელი 741 174-ს შეადგენდა.

აქედან 82 911 ინდივიდუალური დაზღვევის პოლისია, გასულ წელს მათი რაოდენობა 68 136 იყო.
კერძო სამედიცინო დაზღვევა მოსახლეობის 21%-ს აქვს.

banner
წინა სტატიაშითბილისში, მდინარე დიღმურაზე არსებული დაზიანებული საავტომობილო ხიდის დემონტაჟი და მის ნაცვლად ახლის მშენებლობა იწყება
შემდეგი სტატიაჟურნალისტ დავით ჭაბაშვილს ემუქრებიან