საქართველოში ჰაერში მყარი ნაწილაკების მატება ფიქსირდება

30 სექტემბრიდან საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული. ინფორმაციას ამის შესახებ air.gov.ge-ზე გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღსანიშნავია, რომ ტრანსსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე გამოქვეყნებული მაჩვენებლების მიხედვით, ჰაერის ხარისხი ყველაზე ცუდი ამ ეტაპზე ქუთაისში ლადო ასათიანის #98 -ზე არსებულ სადგურზე ფიქსირდება. 103.24 PM10 მკგ/მ3 (PM10 – ეს არის ჩასუნთქვადი/ინჰალაციური ნაწილაკები, რომელთა დიამეტრი არის 10 მიკრონი (იგივე მიკრომეტრი) ან უფრო ნაკლები. საქართველოში PM10-ის ზღვრულად დასაშვები ნორმა არის 50 მკგ/მ3).

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა სამინსტრო კახი კალაძეს პასუხობს
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – მივიღეთ გადაწყვეტილება, მერაბ დვალიშვილზე, ისევე, როგორც ილია თოფურიაზე, რომელმაც საქართველოს UFC-ის ჩემპიონის პირველი ტიტული მოუტანა, გავცეთ ფულადი ჯილდო თითოეულზე მილიონი ლარის ოდენობით