საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა, 43 გრადუსამდე მოიმატოს

საქართველოში 30 ივნისიდან 4 ივლისამდე მაღალი ტემპერატურა ნარჩუნდება, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„30 ივნისიდან 4-ივლისამდე, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლებელია +40, +43 გრადუსს მიაღწიოს.

დასავლეთ საქართველოში, ჰაერის ტემპერატურა +32, +37 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

თბილისში კი ჰაერის ტემპერატურა +38, +40 გრადუსი იქნება“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიპანკისში ჰესის მშნებლობის დაწყებას აპროტესტებენ
შემდეგი სტატიაციხეში წამების კადრების საქმეზე საქალაქო სასამართლოში ირმა ინაშვილი დაიკითხა