საქართველოში გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი შემცირებულია

გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შემცირებულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თუ მანამდე 100 000 მოქალაქიდან H1N1 ვირუსით 256 იყო დაავადებული, ახლა ეს მაჩვენებელი 253-მდეა შემცირებული. სამინისტროში ასევე ამბობენ, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების შემთხვევები შემცირებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით, ზარების გადამისამართება კი იმ ამბულატორიულ ცენტრებში ხდება, რომლებიც მოსახლეობას 24 საათის განმავლობაში ემსახურება.

ამ დროის მონაცემებით, გრიპის ვირუსის პიკურ დღეებთან შედარებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების მაჩვენებელი რეგიონებში 600-ით, თბილისში კი 500-ითაა შემცირებული. კლების ტენდენციაა შენარჩუნებული ამბულატორიული მიმართვიანობის კუთხითაც.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში სულ დაახლოებით 9 000 მოქალაქეა ე.წ. გრიპის გრიპით დაავადებული. მათგან 42-ის მდგომარეობა კი მძიმეა. აღნიშნული პაციენტები რეანიმაციულ განყოფილებაში გადიან მკურნალობის კურსს.

გრიპის ვირუსთან საბრძოლველად ჯანდაცვის სამინისტრომ ორი დღის წინ პრეპარატ „ტამიფლუს“ უფასოდ გაცემა დაიწყო და მისი მიღება ხუთ მსხვილ სააფთიაქო ქსელში ნებისმიერ მოქალაქეს ფორმა ასის ან ექიმის რეცეპტის საშუალებით შეუძლია. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორი დღის განმავლობაში 700 კოლოფზე მეტი „ტამიფლუა“ გაცემული.

სამკურნალო პრეპარატ „ტამიფლუს“ ახალი პარტია ქვეყანაში რამდენიმე დღეში შემოვა. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში სეზონური გრიპის ვირუსის მეორე ეტაპი დაიწყება, სამკურნალო მედიკამენტის მარაგი 10 ათასი ცალით იქნება შევსებული.

banner
წინა სტატიაშიოთახში ვერ გამოიკეტება და ყურში ჩურჩულით ვერ გადაწყდება ისეთი საკითხები, რომლებიც ეხება თითოეულ მოქალაქეს – ბესელია თანაგუნდელებს მიმართავს
შემდეგი სტატიაპარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას დავით მათიკაშვილი შეასრულებს