საქართველოში გრიპის ვირუსი ლაბორატორიულად უკვე დადასტურდა

საქართველოში გრიპის ვირუსი ლაბორატორიულად უკვე დადასტურდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„ჩვენს ვებ-გვერდზე ნახავთ, რომ გრიპის ვირუსი ჩვენს ქვეყანაში დადასტურებულია. ლაბორატორიულად დადასტურებული დაახლოებით 10 შემთხვევა უკვე გვაქვს. მოსახლეობას ამ თვალსაზრისით მოვუწოდებთ, რომ შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები დაიცვას – აცრა არის ყველაზე უკეთესი პრევენციული ღონისძიება”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, აუცილებელია ზოგადი ჰიგიენური ნორმების დაცვა, ოთახის განიავება და მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში ოჯახის ექიმისთვის მიმართვა.

banner
წინა სტატიაში,,ქორეპისკოპოს იაკობს მიხეილ რამიშვილისთვის არა ბოდიშის მოხდა, არამედ ინფორმაციის უარყოფა დაევალა”
შემდეგი სტატია2017-2018 წლის საუკეთესო კომპანიები და ინვესტორები უკვე გამოვლინდა