საქართველოში “ღორის გრიპის” 158 შემთხვევაა დაფიქსირებული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ დროისთვის, ქვეყანაში ე.წ. ღორის გრიპის 158 შემთხვევაა დაფიქსირებული.

„ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას ამ ეტაპზე მკურნალობის დაწყებისთვის მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენი კვლევებით, დაახლოებით 162 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა ქვეყანაში, საიდანაც 158 არის H1N1. დანარჩენი 4 შემთხვევა არის H3N2. ასევე გამოჩნდა B ტიპის ვირუსი, რომელიც შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს. გასული კვირის მონაცემებით, ავადობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე გვაქვს – 256. ერთი კვირით ადრინდელ მონაცემთან შედარებით შემცირებულია 21-ით. კვლავ რჩება მაღალი მაჩვენებელი მძიმე რესპირატორული ინფექციის გამო ჰოსპიტალიზაციის. ამის მაჩვენებელიც შემცირებულია 41%-დან 33%-მდე, თუმცა ეს მაჩვენებელიც მაღალია. თბილისში, ჯანდაცვის 5 დაწესებულება გადავიდა საგანგებო მუშაობის რეჟიმზე“, – განაცხადა გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ გიორგაძე თურქეთიდან საქართველოში მიმდინარე კვირაში დაბრუნდება
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე : უკრაინის ავტოკეფალიაზე საქართველოს ეკლესიამ პოზიცია უკვე გამოხატა, სახელმწიფო პატივს სცემს დედა ეკლესიის გადაწყვეტილებას