16.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო ახლად დანიშნული ელჩის ბარბარა ფოსის კომენტარს ავრცელებს

არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან, მიუხედავად ამისა, გერმანიის მხარდაჭერა ქვეყნის დემოკრატიული და პროევროპული კურსის მიმართ უცვლელად ძლიერი რჩება,- საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო ახლად დანიშნული ელჩის ბარბარა ფოსის კომენტარს ავრცელებს.

„არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან. მიუხედავად ამისა, გერმანიის აქტიური მხარდაჭერა ქვეყნის დემოკრატიული და პროევროპული კურსის მიმართ უცვლელად ძლიერი რჩება”, – აცხადებს ბარბარა ფოსი.

გარდა აღნიშნული კომენტარისა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო აქვეყნებს ბარბარა ფოსის ბიოგრაფიას:

2026 აგვისტოდან – დანიშნული ელჩი საქართველოში

2023-2026 – გენერალური კონსული გერმანიის გენერალურ საკონსულოში კალკუტაში/ინდოეთი

2019-2023 – გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბერლინში: მაღრიბის, ახლო და ცენტრალური აღმოსავლეთის ქვეყნებთან კულტურისა და მედიის დარგში თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

2015-2019 – გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბერლინში: საერთაშორისო თანამშრომლობა ტერორიზმის წინააღმდეგ

2012-2015 – გერმანიის საელჩო ისლამაბადში: ეკონომიკური ურთიერთობების განყოფილების უფროსი

2009-2012 – გერმანიის საელჩო თელ-ავივში/ისრაელი: კონსული

2006-2009 – გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: კადრების განყოფილება

2005-2006 – მომზადება საგარეო უწყების მაღალი რგოლის თანამდებობისთვის

1996-2005 – გერმანიის საელჩოები ლაგოსში/ნიგერია და დარ-ეს-სალამში/ტანზანია ასევე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენლობა გაეროში ნიუ იორკში/აშშ

1992-1996 – გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბონში: პოლონეთთან, ჩეხეთისა და სლოვაკეთის რესპუბლიკასთან ორმხრივი ურთიერთობების დეპარტამენტი

1986-1992 – სწავლა ფედერაციის უნივერსიტეტში საგარეო ურთიერთობების მიმართულებით.

შეგახსენებთ, მანამდე საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი იყო. მან საქართველო 2026 წლის ივნისის ბოლოს დატოვა, რადგან მისი დიპლომატიური უფლებამოსილების ვადა ამოიწურა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ სევასტოპოლში რუსულ რადიოლოკაციურ სადგურს დაარტყა, რომელიც თვითმფრინავებსა და რაკეტებს აფიქსირებს
შემდეგი სტატიარუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობიანი მოქალაქეების გაცვლა შედგა