13.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

საქართველოში გერმანიის ელჩი, ქართველ ხალხს, კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ქართველ ხალხს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს.

“გულწრფელად ვუსამძიმრებ ქართველ ხალხს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. როგორც სულიერი მამა, ის წინ მიუძღოდა ერს სიხარულსა და მწუხარებაში.

გავიგე, რომ ის კარგად იცნობდა გერმანიას. მშვიდობით განისვენოს მისმა უწმინდესობამ,” – წერს ფიშერი.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: 93 წლის ასაკში გარდაიცვალა ის, ვინც ჩვენს სამშობლოში ყველაზე მეტ ადამიანს უყვარდა
შემდეგი სტატიასაქართველოში გლოვა გამოცხადდა