ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოში გაზზე მომუშავე მსუბუქი ავტომობილების რაოდენობამ 48.1%-ით მოიმატა. აღნიშნულს მოწმობს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატის“) მიერ გამოქვეყნებული „ტრანსპორტის გარემოსდაცვითი მაჩვენებლების“ მონაცემები, რომლებიც „ბიზნესპრესნიუსი” ავრცელებს.
რაც შეეხება წლების მიხედვით მონაცემებს, ჩაშლილად ასე გამოიყურება:
2025 წელი
- გაზი — 1 300 მსუბუქი ავტომობილი;
- ბენზინი-გაზი — 180 500 მსუბუქი ავტომობილი;ჰ
- ჰიბრიდი-გაზი — 10 300 მსუბუქი ავტომობილი;
ჯამში — 192 100 ერთეული.
2024 წელი
- გაზი — 1 100 მსუბუქი ავტომობილი;
- ბენზინი-გაზი — 168 200 მსუბუქი ავტომობილი;
- ჰიბრიდი-გაზი — 7 600 მსუბუქი ავტომობილი;
ჯამში — 176 900 ერთეული.
2023 წელი
- გაზი — 900 მსუბუქი ავტომობილი;
- ბენზინი-გაზი — 157 300 მსუბუქი ავტომობილი;
- ჰიბრიდი-გაზი — 5 400 მსუბუქი ავტომობილი;
ჯამში — 163 600 ერთეული.
2022 წელი
- გაზი — 600 მსუბუქი ავტომობილი;
- ბენზინი-გაზი — 148 500 მსუბუქი ავტომობილი;
- ჰიბრიდი-გაზი — 4 100 მსუბუქი ავტომობილი;
ჯამში — 153 200 ერთეული.
2021 წელი
- გაზი — 500 მსუბუქი ავტომობილი;
- ბენზინი-გაზი — 137 700 მსუბუქი ავტომობილი;
ჯამში — 138 200 ერთეული.
2020 წელი
- გაზი — 500 მსუბუქი ავტომობილი;
- ბენზინი-გაზი — 129 200 მსუბუქი ავტომობილი;
ჯამში — 129 700 ერთეული.








