„საქართველოში გაზპრომის წყვდიადის ეპოქა დასრულებულია“ – ნაციონალური მოძრაობა 6 მარტს აქციის გამართვას გეგმავს

შეძრწუნებული ვარ თბილისში დატრიალებული უბედურებით... ვიზიარებ თითოეული დაღუპულის ოჯახის ტრაგედიას და ვუთანაგრძნობ ოჯახის წევრებს... სტიქიის და წვიმის მეტი რა გვინახავს, მაგრამ ასეთი უბედურება ჯერ არ დატრიალებულა... ახლა არ არის პოლიტიკური განცხადებების და ბრალდებების დრო - ქალაქს და ხალხს სჭირდება პატრონი და მიმხედავი. სწორედ ამიტომ, ვაუქმებ დღეს ხალხთან დაგეგმილ შეხვედრებს ბათუმში, ასევე ვაუქმებ კიევში დაგეგმილ მივლინებას და სასწრაფოდ ვბრუნდები თბილისში. ხელისუფლებას ვთავაზობ, შევქმნათ მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც მერიასთან ერთად იმუშავებენ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის - ამ კრიტიკულ ვითარებაში მზად ვარ, გვერდით გადავდო ყველანაირი პოლიტიკური უთანხმოება და ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გავაკეთო თბილისელების დასახმარებლად.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის დავით ბაქრაძის თქმით, ხელისუფლება აპირებს ქვეყნის დაბრუნებას უკან რუსლი წყვდიადში.

“ ქართული მხარე მალავდა გაზპრობმთან მოლაპარაკებებს და ეს რუსლი მხარის მიერ გახდა ცნობილი, ჩვენ გვინდა მკაფიოდ განვაცხადოთ რას ნიშნავს გასპრომი რუსლი წყვდიადი გაყნული და ჩაბნელებული საქართველო. ხელისუფლება აპირებს ქვეყნის დაბრუნებას უკან რუსლი წყვდიადში. ამიტომ ჩვენ ნაციონალური მოძრაობა ყევლა იმ საზოგადოებსი წევრთან ერთად რომელსაც არ სურს ქვეყნის უკან დაბრუნება, ყველა ამ წარმომადგენელთან ერთად ვანონსებთ სიბოლურ საპროტესტო აქციას, რომლის ამოცანაც იქნება, რომ გავაგონოთ ჩვენი ხმა საქართველოს ხელისუფლებას და მტკიცედ ვაგრძნობინოთ რუსეთის ხელისუფლებას, რომ საქართევლში გაზპრომის და რუსეთის წყვდიადის ეპოქა დასრულებულია“ – განაცხადა დავით ბაქრაძე.

ნაციონალური მოძრაობის წევრის სერგო რატიანსი თქმით, აქცია კანცელარიიდან რუსეთის საელჩომდე ცოცხალი ჯაჭვის სახით 6 მარტს გაიმართება.

“ ბოლო პერიოდში საქართველსო მთავრობა და კერძოდ კალაძე პირდაპირ ლობირებენ გაზპრომის და რუსეთის ინტერესებს. საქართველოს მთავრობამ უნდა იცოდეს, რომ მთვარობასა და რუსულ ინტერესებს შორის დგას ხალხი. 6 მარტს იქნება აქცია კანცელარიიდან რუსეთის საელჩომდე , ეს იქნება ცოცხალი ჯაჯჭვი და ეს იქნება მშვიდობიანი აქცია „ – აღნიშნა სერგო რატიანმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი აბესაძე: ნოემბერ-დეკემბერში თბილისის მოსახლეობა კომუნალურ ვაუჩერს ვეღარ მიიღებს
შემდეგი სტატიაჯანდაცვის სამინსტრო მაღაროელებსა და დამსაქმებელ კომპანიებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს