“საქართველოში გატარებული საარჩევნო ცვლილებები შეესამაბემა იმ რეკომენდაციებს, რომელიც მოგვცა ეუთო-მ”

სკანდალი-ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველ ფირი, რომელი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიული და ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომა გაიმართა.

სხდომაზე მოხსენებით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარ ეკა ბესელია წარსდგა.

მოხსენება ეხებოდა „ვენეციის კომისიის დემოკრატიული არჩევის საბჭოს“ მიერ 2016 წლის 10 მარტს განხილულ საკითხებს.

„ევროსაბჭოს იურიდიული და ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მოისმინა ჩემი ანგარიში, რომელიც ეხებოდა „ვენეციის კომისიის დემოკრატიული არჩევის საბჭოს“ სხდომას, მე ამ სხდომას ვესწრებოდი როგორც ევროსაბჭოს კომიტეტის წარმომადგენელი. სხდომაზე განხილულ იქნა საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ოლქების განაწილების საკითხი და მაჟორიტარულ არჩევნებში ბარიერის გაზრდა. მე მქონდა დეტალური მოხსენება, რომ საქართველოში გატარებული საარჩევნო ცვლილებები შეესამაბემა იმ რეკომენდაციებს, რომელიც მოგვცა ეუთო-მ, ევროსაბჭომ და სხვა ორგანიზაციებმა.

დადებითი დასკვნა ჰქონდა „ვენეციის კომისიის დემოკრატიული არჩევის საბჭოს“’ და ასევე ჰქონდა რეკომენდაცია, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს არჩევნებამდე ყველა ის პროცედურა, რაც ეხება საარჩევნო ადმინისტრირების პროცესს“ – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი სესიაშვილი: ბარიერის 4%-ზე დაბლა დაწევა დაწევა პარლამენტის აჭრელებას გამოიწვევს
შემდეგი სტატიაზუგდიდში დევნილმა პროტესტის ნიშნად ვენები გადაიჭრა