საქართველოში გახსნილ უბანზე გამარჯვება ვლადიმირ ზელენსკის პარტიამ მოიპოვა

საქართველოში, უკრაინის საელჩოს ტერიტორიაზე გახსნილ უბანზე გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება ვლადიმირ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურმა“ მოიპოვა. უკრაინის ცესკო-ს მონაცემებით, დათვლილია ბიულეტენების 100 პროცენტი და ხმების 35 პროცენტი ზელენსკის პარტიამ მიიღო.

უკრაინის პრეზიდენტის თანაგუნდელები ლიდერობენ ასევე სომხეთში 47 პროცენტით და აზერბაიჯანში 42 პროცენტით.

უკრაინის ცესკო-ს წინასწარი შედეგებით, საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე გამართულ კენჭისყრაზე, საერთო ჯამში, დათვლილია ბიულეტენების 94 პროცენტი და ზელენსკის პარტიას 29 პროცენტი აქვს, ხოლო პოროშენკოს პარტიას 28 პროცენტი.

უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 21 ივლისს გაიმართა. ეგზიტპოლის მონაცემებით, მეცხრე მოწვევის რადაში სულ სულ პარტია შედის. ესენია „ხალხის მსახური“, „ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის“, „ევროპული სოლიდარობა“, „ბატკივშინა“ და „ხმა“.

banner
წინა სტატიაში“სუსლიაკის საქართველოში არ შემოშვება, ჩვენი მოთხოვნა არ ყოფილა” – პროკურატურა
შემდეგი სტატიაპირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივ საბჭოებსა და პრობაციის სააგენტოს მუდმივმოქმედ კომისიაში ვაკანსიები ცხადდება