საქართველოში გაერო-ს ელჩი მიიჩნევს, ბოლო დღეების მოვლენებმა წინასაარჩევნო გარემოს სურათი შეცვალა

ერთი კვირის წინანდელ პერიოდამდე შეიძლებოდა გვეთქვა, რომ ეს არის სამაგალითო წინასაარჩევნო გარემო, ყველანაირი გაგებით, მათ შორის მედიაგაშუქების თვალსაზრისითაც, – ამის შესახებ საქართველოში გაერო-ს ელჩმა ნილ სკოტმა ჟურნალისტებს საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც ნილ სკოტმა აღნიშნა, უკანასკნელი დღეების განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა შეცვალა სურათი.

„ერთი კვირის წინანდელ პერიოდამდე შეიძლებოდა გვეთქვა, რომ ეს არის სამაგალითო წინასაარჩევნო გარემო ყველანაირი გაგებით, მათ შორის მედიაგაშუქების თვალსაზრისითაც, უკანასკნელი დღეების მოვლენებმა, რა თქმა უნდა, შეცვალა სურათი. მე ვსარგებლობ შემთხვევით და გაერო, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, გმობს ყველანაირ ძალადობას, რომელსაც წინასაარჩევნო პერიოდში ხდება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდება. მინდა აღვნიშნო, რომ მედიის წვლილი ამ კარგი საარჩევნო გარემოს შექმნაში არის მნიშვნელოვანი”, – განაცხადა ნილ სკოტმა.

banner
წინა სტატიაშიშიდა ქართლში ქარის პირველი ელექტროსადგური ამუშავდა
შემდეგი სტატია(video) კახა კალაძე ჟურნალისტს: „სარკეში ჩაიხედეთ, რას გავხართ?!“