საქართველოში ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი იმყოფება

სტრასბურგში მოსამართლეობის კანდიდატთა ჩავარდნა იქნება ერთ-ერთი საკითხი ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტის ფაგლებში გამართულ შეხვედრებზე. ტორბიონ იაგლანდი გვიან ღამით ჩამოვიდა თბილისში.

ის პირველ შეხვედრას დღეს დილით საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართავს, რის შემდეგაც ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. ის ასევე შეხვდება პრეზიდენტს, პრემიერს და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წევრებს.

შეხვედრებზე ასევე იმსჯელებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და კონფლიქტის ზონებში ევროპის საბჭოს ჩართულობაზე.

ვიზიტისას ასევე განიხილება 2016-2019 წლებისთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმა საქართველოსთან მიმართებით.

“ევროსაბჭო და საქართველოს მთავრობა წარმატებით თანამშრომლობს, ხელისუფლებასთან შეხვედრებზე მთელი რიგი საკითხების განხილვაა დაგეგმილი, სტრასბურგში მოსამართლეობის კანდიდატთა შესახებ და სხვა საკითხებზე მოგვიანებით ვისაუბრებ. ვფიქრობ, ეს ვიზიტი დადებითი შედეგით დასრულდება,” – აცხადებს ტორბიონ იაგლანდი.

banner
წინა სტატიაშიშეზღუდვაა დაწესებული გომბორი-ვაზიანი- თბილისის საავტომობილო უღელტეხილზე
შემდეგი სტატიამეხანძრეები “ბავშვთა სამყაროს” შენობაში ცეცხლის ლოკალიზებას ამ დრომდე ცდილობენ