საქართველოში ერთხელაც შეიძლება აღმოაჩინონ, რომ 20% კი არა, 100%-ია ოკუპირებული – კარპენტერი

საქართველოში ერთხელაც შეიძლება აღმოაჩინონ, რომ 20% კი არა, 100%-ია ოკუპირებული – ამ განცხადებას, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდოდატის, ჯო ბაიდენის საგარეო პოლიტიკის მრჩეველი და აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი თანაშემწე მაიკლ კარპენტერი აკეთებს.

კარპენტერის მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება ბოლომდე ვერ აცნობიერებს რუსეთთან “ღია კარის“ პოლიტიკის საფრთხეს.

“ახლახანს გავატარე 3 დღე საქართველოში. არ ვარ დარწმუნებული, რომ ხელისუფლება ბოლომდე ათვიცნობიერებს რუსეთთან ღია პოლიტიკის შედეგებს. ამდენი “ტურისტით“ (ეფ-ეს-ბე) და ამდენი მიწით, რომელსაც რუსი ბიზნესმენები ყიდულობენ, მათ ერთხელ შეიძლება აღმოაჩინონ, რომ არა 20%, არამედ 100% ოკუპირებულია,“ – წერს კარპენტერი ტვიტერზე.

 

banner
წინა სტატიაშიბექა დავითულიანი – ქაოტური განაშენიანება და ქალაქის იერსახის დამახინჯება სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება
შემდეგი სტატიაგამოხატვა, რომლის მიზანი მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევაა, უკვე კრიმინალია – ომბუდსმენი