28.4 C
Tbilisi
პარასკევი, აგვისტო 7, 2026
banner

საქართველოში ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების რაოდენობა 5.3%-ით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2026 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში 1 459 ობიექტი შევიდა, რაც 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.3%-ით ნაკლებია.

საქსტატის მიხედვით, ამავე პერიოდში ექსპლუატაციაში მიღებული შენობა-ნაგებობების საერთო ფართობმა 1 546 200 ათასი კვ.მ. შეადგინა, რაც წლიურად 3.6%-ით შემცირდა.

სტატიტისკის ეროვნული სამსახური განმარტავს, რომ ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ორ მესამედზე მეტი ქვეყნის ოთხ რეგიონზე მოდის. მათ შორის ლიდერია თბილისი 31.9%-ით, შემდეგ მოდის მცხეთა-მთიანეთი – 15.1%, კახეთი – 12.1% და ქვემო ქართლი – 10%.

როგორც საქსტატი აღნიშნავს, მონაცემები აჩვენებს, რომ მიუხედავად ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების რაოდენობისა და ფართობის შემცირებისა, სამშენებლო აქტივობის ძირითადი ნაწილი კვლავ დედაქალაქსა და რამდენიმე მსხვილ რეგიონშია კონცენტრირებული.

banner
წინა სტატიაშისაუდის არაბეთი აშშ-ირანის ომში ჩაერთო
შემდეგი სტატიამაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში აშშ-ის საქმეთა დროებით რწმუნებულთან შეხვედრა გამართა