საქართველოში ექიმების 58% სრულად ვაქცინირებულია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ცნობით, ორშაბათის მონაცემებით, ექიმების 58% – სრულად, 76% კი ერთჯერადად არის აცრილი.

“მაქვს ორშაბათის შემაჯამებელი სტატისტიკა, სადაც ექიმების სულ მცირე 76% იყო ერთჯერადად, 58% კი სრულად აცრილი. შედარებით ნაკლები, 50%-ის ფარგლებში, არიან ექთნები და კიდევ შედარებით უფრო ნაკლებია აცრების მაჩვენებელი უმცროს სამედიცინო პერსონალში, სადღაც 35%. 50%-მდეა სამედიცინო დაწესებულებების ადმინისტრაციული პერსონალის აცრის მაჩვენებელი, ეს არ არის დამაკმაყოფილებელი, პირდაპირ გეტყვით,“- თქვა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი სახალხო დამცველს შეხვდა
შემდეგი სტატიაგამყრელიძე: რაც უფრო სწრაფად ავიცრებით, მით უფრო მსუბუქად გადავიტანთ მეხუთე ტალღას