26.8 C
Tbilisi
პარასკევი, სექტემბერი 11, 2026
banner

საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი 45%-ით გაიზარდა

საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი 45%-ით გაიზარდა.  ინფორმაციას გამოცემა BM. ge საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ მიმდინარე წლის შვიდი თვის განმავლობაში ქვეყანაში 113,8 მლნ აშშ დოლარის 7899 ელექტრომობილი შემოვიდა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტმა 78,6 მლნ აშშ დოლარის 4589 ელექტრომობილი შეადგინა. მათივე ცნობით, იმპორტიორთა შორის ლიდერი პოზიცია ტრადიციულად აშშ-ის უკავია, მეორე ადგილზე კი – ჩინეთია. \TOP-10 საიმპორტო ქვეყანა 2026 wლის იანვარ-ივლისის მონაცემებით შემდეგია:

აშშ – 82,3 მლნ აშშ დოლარი – 6372 ერთეული

ჩინეთი – 17,2 მლნ აშშ დოლარი – 818 ერთეული

გერმანია – 5,8 მლნ აშშ დოლარი – 58 ერთეული

იაპონია – 4,3 მლნ აშშ დოლარი – 473 ერთეული

კანადა – 1,2 მლნ აშშ დოლარი – 92 ერთეული

ავსტრია – 503 000 აშშ დოლარი – 2 ერთეული

უკრაინა – 436 400 აშშ დოლარი – 4 ერთეული

შვედეთი – 323 000 აშშ დოლარი – 5 ერთეული

არაბთა გაერთიანებული საამიროები – 269 300 აშშ დოლარი – 23 ერთეული

თურქეთი – 265 100 აშშ დოლარი – 7 ერთეული

banner
წინა სტატიაშითამარ ბაგრატიონმა კიევში, პირველი ლედებისა და ჯენტლმენების VI სამიტში მიიღო მონაწილეობა
შემდეგი სტატიაზელენსკი: უკრაინაში რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 10 სამხედრო მოსამსახურე დაბრუნდა