საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მთავრობისთვის შეწყვეტილ დახმარებას ეხმაურება და აცხადებს, რომ უცხოური ორგანიზაციები ქვეყანაში საზოგადოებისთვის სასიკეთო და მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებენ.
სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ “უცხო აგენტები ასეთ საქმეებსაც აკეთებენ”.
“ასეთი მნიშვნელოვანი რამ ხდება, რომ გადმოსვენება იმ ადამიანების, რომლებიც დიდ მანძილზე არ იყვნენ დაბრუნებულები საკუთარ ოჯახებში და არ იცოდნენ, სად მისულიყვნენ, რომელ საფლავზე ელოცათ. ეს არის ძალიან დიდი საქმე და ეს ძალიან დიდი საქმე კეთდება სწორედ უცხო ორგანიზაციის მიერ, მათი მხარდაჭერით, დახმარებით, დაფინანსებით. ეს უცხო აგენტები ასეთ საქმეებსაც აკეთებენ”, – ამბობს პრეზიდენტი.