საქართველოში დღეს რომის პაპი ჩამოვა

რომის პაპი ფრანცისკე პირველი საქართველოში დღეს ჩამოვა.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში პონტიფიკოსი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, ასურულ-ქალდეური საზოგადოებისა და კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებს, დიპლომატიურ კორპუსს, ასევე კათოლიკური საქველმოქმედო ორგანიზაციების თანამშრომლებს შეხვდება.

1 ოქტომბერს რომის პაპი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მესას აღავლენს, მოგვიანებით კი, მცხეთაში სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს მოინახულებს.

რომის პაპი საქართველოს პრეზიდენტისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოწვევით ჩამოდის.

2 ოქტომბერს ფრანციკე პირველი თბილისიდან ბაქოში გაემგზავრება, ივნისის ბოლოს პონტიფიკოსი სამდღიანი ვიზიტით სომხეთშიც იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაში15 წლის ბიჭს ჭრილობა გულმკერდის არეში ბასრი საგნით ჰქონდა მიყენებული
შემდეგი სტატია(Video) წალენჯიხაში მერიის ყოფილი შენობა იწვის