საქართველოში დღეს ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი

საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 17 ნოემბერს მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, მაღალმთიან ზონაში კი ძლიერი თოვა და ქარბუქი.

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განაცხადა, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლოა, პატარა მდინარეებზე წყლის დონეების მატება გამოიწვიოს.

სინოპტიკოსების მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირებასა და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურებას პროგნოზირებენ.

სვეტლანა ნიორაძის ინფორმაციით, 17 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 9-14 გრადუსი იქნება, ხოლო დასავლეთ საქართველოში – 10-15 გრადუსს ვარაუდობენ. თბილისში ხვალ 12 გრადუსია მოსალოდნელი, ამასთან, სინოპტიკოსები დედაქალაქში ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარს ელოდებიან.

18 ნოემბრიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გამოიდარებს, შეწყდება წვიმა, თუმცა ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად არ შეიცვლება.

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა განაცხადა, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია 10-15 გრადუსი ტემპერატურა, ხოლო აღმოსავლეთში – 9-14 გრადუსი.

banner
წინა სტატიაშითბილისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
შემდეგი სტატიალარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა დღეს