საქართველოში დღეიდან ჩინური ვაქცინით – “სინოფარმით” იმუნიზაცია იწყება

საქართველოში დღეიდან, 4 მაისიდან ჩინური ვაქცინით „სინოფარმით“ ვაქცინაცია იწყება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, იმუნიზაციის პროცესში დღეს 30 დაწესებულება და 33 ამცრელი ბრიგადა იქნება ჩართული, ხოლო 5 მაისიდან მათ რიცხვს კიდევ 44 სამედიცინო დაწესებულება დაემატება.

დღეისთვის ქვეყნის მასშტაბით სამივე ვაქცინის ადმინისტრირება მიმდინარეობს 91 დაწესებულებაში 137 ბრიგადით. შეგახსენებთ, ქვეყანაში “სინოფარმის” 100 000 დოზაა შემოსული.

banner
წინა სტატიაშიადვოკატები ნიკა მელიას ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის შესახებ დოკუმენტს ციხეში შეუტანენ
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე „სინოფარმის“ ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა