30.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 16, 2026
banner

“საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობები აღარ არსებობს”- ევროსაბჭოს მომხსენებელი ედიტე ესტრელა

საქართველოს საკითხზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მომხსენებელმა, ედიტე ესტრელამ განაცხადა, რომ ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ეს უკვე მესამე საგანგაშო ანგარიშია, რაც ქვეყანაში არსებულ უპრეცედენტო დემოკრატიულ უკუსვლასა და კრახს აჩვენებს. მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან ევროპული რეკომენდაციების სრული იგნორირება სერიოზულ ეჭვებს ბადებს ევროსაბჭოში საქართველოს წევრობის ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით.

ესტრელამ საგანგებოდ გაამახვილა ყურადღება ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვის გაფართოებულ მასშტაბებსა და ლიდერების წინააღმდეგ ე.წ. „საბოტაჟის საქმეზე“ მიმდინარე შეთითხნილ დევნაზე. მისი თქმით, ეს პროცესები ქვეყანაში ერთპარტიულ სისტემას ამყარებს.

„სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ დაუნდობელი რეპრესიების, ასევე უკიდურესი პოლარიზაციის შედეგად, უნდა დავასკვნათ, რომ პირობები, რომლებიც საჭიროა ნამდვილად დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის, საქართველოში აღარ არსებობს“, — აღნიშნა მომხსენებელმა.

მან შეშფოთება გამოთქვა შსს-ს მიერ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის საბაბით შექმნილ ახალ სპეციალურ დანაყოფზეც (რომელიც 1 ივნისს ამოქმედდა). ესტრელას თქმით, პირველმა ჯარიმებმა და გამოძიებებმა უკვე დაადასტურა ეჭვი, რომ მისი რეალური მიზანი კრიტიკული აზრის ჩახშობაა, რაც ქვეყანაში პოლიტპატიმრების გაჩენის საფრთხეს ზრდის.

banner
წინა სტატიაშისამადაშვილი: დასავლეთის მკაფიო პოზიცია ფანტავს ბუნდოვანებას, თუ საით მიაქანებს ივანიშვილი ქვეყანას
შემდეგი სტატიაუკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის კოსმოსური კავშირგაბმულობის კიდევ ერთ ობიექტს დაარტყა