“საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერის კარგი გზავნილია” – კონგრესმენი ოლსონი კონგრესმენ მალინის წერილზე

კონგრესში წარმომადგენლობითი პალატის წევრი, პიტ ოლსონი “ტვიტერზე” კონგრესმენ მარკვეინ მალინის წერილს აზიარებს.

საუბარია მალინის იმ წერილზე, რომელიც ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს ეხება.

“საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერის კარგი გზავნილია”, – წერს პიტ ოლსონი.

შეგახსენებთ, ამერიკელმა კონგრესმენმა, მარკვეინ მალინმა ბიძინა ივანიშვილის შესახებ წერილი გამოაქვეყნა. მალინმა მას “პუტინის მოკავშირე” უწოდა. კონგრესმენმა წერილში ისაუბრა ბიძინა ივანიშვილის წარსულზე, რუსეთში დაგროვებულ ქონებაზე და “პუტინთან მოკავშირეობაზე”.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ ვენახები გააშენა
შემდეგი სტატია„ქართულმა მარშმა“ პოლიტიკური პარტია დააარსა