საქართველოში დემოკრატიაა და ორპარტიული სისტემისკენ მიდის პროცესები – ჯანელიძე

ჩემი აზრით, გუშინდელმა არჩევნებმა აჩვენა ორი რამ: 1. საქართველოში დემოკრატიაა და ხალხი თავისუფლად აკეთებს არჩევანს, რაც ძალიან დიდი მიღწევაა, და 2. ორპარტიული სისტემისკენ მიდის პროცესები. პირველი ძალიან კარგია, მეორეს რაც შეეხება, ვფიქრობ, საქართველოსთვის ორპარტიული სისტემა, განსაკუთრებით საპარლამენტო მმართველობის პირობებში, არ იქნება წარმატების მომტანი. საჭიროა მრავალპარტიული სისტემა. 2024 წლამდე, დიდი სამუშაოა ჩასატარებელი, ბევრი რამ აქვთ გასააზრებელი და სასწავლი პოლიტიკურ პარტიებს. საჭიროა, რომ პარტიები გაძლიერდნენ, შექმნან რეგიონული პარტიული სტრუქტურები, გამოიყენონ თანამედროვე საკომუნიკაციო ინსტრუმენტები, კარგად აღიქვან პრობლემები ადგილობრივ, ცენტრალურ, რეგიონალურ და გლობალურ დონეზე და ამომრჩეველს შესთავაზონ მომავლის ხედვა და კონკრეტული გეგმები, რაც ნდობას მოიპოვებს. რაც შეიძლება მეტი ახალი იდეა და რაც მთავარია, განხორციელების გზების ჩვენება და სწორი კომუნიკაცია, არის გადამწყვეტი! დღეს, მსოფლიოში რევოლუციური ცვლილებები მიმდინარეობს, იდეოლოგიური, სოციალური თუ ეკონომიკური თვალსაზრისით. წარმომადგელობითი დემოკრატიისადმი და მმართველობითი ინსტიტუტებისადმი იმედგაცრუებაც ხდება, რადგან არჩეული პოლიტიკოსები ხალხზე ზრუნვის ნაცვლად, საკუთარ ინტერესებზე ფიქრს იწყებენ და ინსტიტუტები თავის ძირითად ფუნქციას ვერ ასრულებენ. პარტიებმა უნდა შეძლონ საზოგადოებისთვის საინტერესო პოლიტიკური დღისწესრიგის შექმნა, რათა ფეხი ავუბათ გლობალურ ცვლილებებს და შევძლოთ მოწინავე ქვეყნების სიაში გადანაცვლება. დღევანდელი მსოფლიო პროცესები იძლევა ამის საშუალებას – წერს ყოფილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

banner
წინა სტატიაშიამომრჩეველმა საშემოდგომო გამოაყოლა „ოცნებას“ სარალიძის ტკივილისთვის, 2008 წლის ომის ჩვენთვის დაბრალებისთვის, კანაფის პოპულარიზაციისთვის, კობახიძის თავხედობისთვის
შემდეგი სტატია“გაიმარჯვა იმ იდეამ, რომ ბიძინა ივანიშვილს ვუთხრათ არა” – “ევროპული საქართველო” არჩევნების შედეგებზე